თქვენი გზა .GE დომენების ბიუჯეტურად რეგისტრაციისთვის

 Wednesday, March 27, 2024

CleanNet – .GE ზონის აკრედიტირებული რეგისტრატორია, რომელიც უკვე 7 წელზე მეტია, ეხმარება კომპანიებს, ბლოგერებს, მეწარმეებს და ნებისმიერს, ვისაც ვები სჭირდება, თავიანთი საქმიანობა გააციფრულონ და ყველასთვის ხილული გახადონ. მას საკმარისი კომპეტენცია აქვს საიმისოდ, რომ მომხმარებელს ისეთი მაღალი ხარისხის ღრუბლოვანი სერვისები შესთავაზოს, როგორებიცაა: საზიარო ჰოსტინგი, მართვადი ვირტუალური გამოყოფილი სერვერები, WordPress ჰოსტინგი და დომენების რეგისტრაცია. აქ შეგიძლიათ, დაარეგისტრიროთ თქვენი GE დომენი და შეუქმნათ ვებგვერდს მისამართი, რომლითაც ის ინტერნეტმომხმარებლებისთვის საჯარო გახდება. 

 

ჩვენ ვეხმარებით ბიზნესის მფლობელებს, მეწარმეებს, ბლოგერებსა და ციფრულ ენთუზიასტებს, თავიანთი ონლაინხედვა რეალობად აქციონ”, – აცხადებენ CleanNet-ში. ამ იდეის ირგვლივ ერთიანდება გუნდი, რომელიც ცდილობს, მუდმივად მომხმარებლის თვალით შეხედოს მოვლენებს და მათზე მორგებული მომსახურება გაუწიოს. 

ამის ნათელი მაგალითია ფასის ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ GE დომენური ზონის ფასები გაიზარდა და წელიწადში 50 ლარიდან იწყება, თუმცა CleanNet ძველ ფასს ინარჩუნებს, რათა მომხმარებლებს დისკომფორტი არ შეექმნათ და იქონიონ წვდომა GE ზონაზე. 

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ CleanNet-ში მარტივად ხდება სხვა რეგისტრატორიდან ტრანსფერის გაკეთება. მაგალითად, თუ თქვენი დომენი სხვა რეგისტრატორთან გაქვთ რეგისტრირებული და CleanNet-ზე გსურთ გადმოსვლა, მარტივი სატრანსფერო კოდის მიღებით, სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ რეგისტრატორის შესაცვლელად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, cleannet.ge-ზე არსებული ონლაინჩატი 24/7-ზე მზადაა პასუხების გასაცემად.

წყარო: marketer.ge