SSL სერტიფიკატის აქტივაცია

SSL სერტიფიკატი უზრუნველყოფს თქვენი ვებსაიტის უსაფრთხო კავშირს (HTTPS) და იცავს მომხმარებლების მონაცემებს. ქვემოთ მოცემულია ნაბიჯები, თუ როგორ გააქტიუროთ SSL კონტროლ პანელიდან.

კონტროლ პანელში ავტორიზაციის შემდეგ:

  1. გადადით Tools განყოფილებაში
  2. დააჭირეთ SSL Certificates


გაიხსნება გვერდი, სადაც ნახავთ:

  1. Installed SSL Certificates
  2. Self-signed SSL Certificates & Signing Requests (CSR)

თუ დომენზე ჯერ არ არის აქტიური SSL, შესაძლოა გამოჩნდეს Self-signed სერტიფიკატი.


დომენის გასწვრივ დააჭირეთ:


Actions → Install free SSL



გაიხსნება დასადასტურებელი ფანჯარა. დააჭირეთ Install.

სისტემა ავტომატურად დაიწყებს სერთიფიკატის ინსტალაციის პროცესს.


ინსტალაციის დასრულების შემდეგ:

  1. Issuer შეიცვლება Let’s Encrypt-ზე
  2. გამოჩნდება მოქმედების ვადა (Expiration Date)
  3. სერტიფიკატი ავტომატურად განახლდება ვადის გასვლისას

თქვენი ვებსაიტი ხელმისაწვდომი გახდება HTTPS პროტოკოლით.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია DNS -ზე

თუ დომენის DNS ახალი განახლებული გაქვთ და და ის ჯერ სრულად არ არის გავრცელებული (DNS propagation), SSL ინსტალაციის დროს შესაძლოა მიიღოთ შეცდომა, როგორიცაა:

  1. Domain is not pointing to this server
  2. Validation failed
  3. DNS does not resolve to this IP

ეს ნიშნავს, რომ დომენი ჯერ არ მიუთითებს თქვენს სერვერზე გლობალურად.

DNS განახლების გავრცელებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე საათიდან 24 საათამდე.


რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევაში:

  1. დაელოდეთ რამდენიმე საათს
  2. გადაამოწმეთ, რომ დომენზე ნამდვილად გაქვთ ჩვენი DNS გაწერილი
  3. სცადეთ SSL ინსტალაცია ხელახლა


თუ 24 საათის შემდეგაც პრობლემა რჩება, რეკომენდებულია ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირება.


ეს სტატია დაგეხმარათ?