ვებსაიტის გამართული მუშაობა პირდაპირ არის დამოკიდებული მის ფაილებზე — HTML, PHP, CSS, JS, სურათები, ვიდეოები და სხვა რესურსები ინახება სერვერზე. მათი სწორი ატვირთვა და მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი ონლაინ პროექტისთვის.
ფაილების მართვა შესაძლებელია FTP/FTPS ან SFTP საშუალებით, თუმცა კონტროლ პანელში ინტეგრირებული File Manager განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც გსურთ სწრაფად ატვირთოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ ფაილები ბრაუზერიდან, დამატებითი პროგრამის გარეშე.
ქვემოთ მოცემულია დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ ატვირთოთ ფაილები კონტროლ პანელის File Manager-ის გამოყენებით.
გაიარეთ ავტორიზაცია კონტროლ პანელში
კონტროლ პანელში შესვლის შემდეგ მოძებნეთ და დააჭირეთ File Manager-ს.
File Manager-ის გახსნის შემდეგ, მარცხენა მხარეს დაინახავთ საქაღალდეების სტრუქტურას.
მთავარი ვებსაიტის ფაილები უნდა განთავსდეს:
1
/public_html
დააჭირეთ public_html საქაღალდეს, სწორედ აქ უნდა ატვირთოთ თქვენი ვებსაიტის ფაილები (მაგ: index.php, index.html, WordPress ფაილები და ა.შ.).
თუ public_html ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ საიტზე ჯერ არაფერი არის ატვირთული.
public_html საქაღალდეში შესვლის შემდეგ:
- დააჭირეთ ზედა მენიუში Upload
- გაიხსნება ატვირთვის ფანჯარა
- აირჩიეთ: From Device – ფაილის ატვირთვა კომპიუტერიდან From URL – ფაილის გადმოწერა პირდაპირ მითითებული ბმულიდან
შემდეგ შეგიძლიათ:
- გადაათრიოთ ფაილი (Drag & Drop)
- ან დააჭიროთ „click to select“ და აირჩიოთ ფაილი ხელით
ატვირთვის დასრულების შემდეგ ფაილი ავტომატურად გამოჩნდება public_html დირექტორიაში.
File Manager პრაქტიკულად FTP client-ის ყველა ძირითად ფუნქციას უზრუნველყოფს:
- ახალი საქაღალდის შექმნა (New Folder)
- ახალი ფაილის შექმნა
- ფაილის რედაქტირება (Edit)
- ფაილების გადატანა (Move)
- ფაილების კოპირება (Copy)
- ფაილების წაშლა (Delete)
- არქივის შექმნა (Archive / Zip)
- არქივის ამოღება (Extract)
- უფლებების (Permissions / CHMOD) შეცვლა
- ძიება (Search) და ა.შ
ეკომენდაციები უსაფრთხოებისთვის
- არ შეცვალოთ სისტემური ფაილების უფლებები, თუ დარწმუნებული არ ხართ რას აკეთებთ.
- public_html დირექტორიაში არასაჭირო ფაილები არ დატოვოთ.
- მნიშვნელოვანი ცვლილებების წინ გააკეთეთ Backup.
- თუ მუშაობთ დიდი ზომის ფაილებთან (მაგ. >100MB), რეკომენდებულია FTP გამოყენება.
გავრცელებული კითხვები
რატომ არ ჩანს ჩემი საიტი ატვირთვის შემდეგ? შეამოწმეთ, რომ index.html ან index.php ფაილი სწორად არის public_html დირექტორიაში განთავსებული.
შესაძლებელია მთელი საიტის ატვირთვა ერთდროულად? დიახ, ეგიძლიათ ატვირთოთ ZIP არქივი და შემდეგ გამოიყენოთ Extract ფუნქცია მის გასახსნელად.
შემიძლია WordPress-ის დაყენება File Manager-ით? დიახ, ატვირთეთ WordPress-ის არქივი public_html დირექტორიაში და შემდეგ ამოარქივეთ.