MySQL მონაცემთა ბაზა გამოიყენება დინამიკური ვებსაიტებისთვის, როგორიცაა WordPress, Laravel, Joomla და სხვა CMS ან PHP პროექტები. ქვემოთ მოცემულია სრული ინსტრუქცია, თუ როგორ შექმნათ მონაცემთა ბაზა, მომხმარებელი და როგორ მართოთ იგი phpMyAdmin-ის საშუალებით.
MySQL Databases განყოფილებაში შესვლა
კონტროლ პანელში შესვლის შემდეგ:
- გადადით Databases განყოფილებაში
- დააჭირეთ MySQL Databases
აქ ნახავთ:
- Existing Databases
- Existing Database Users
- ღილაკს: Create a Database or a User
როგორც სქრინშოტში ჩანს, Create a Database or a User ფუნქცია გაძლევთ საშუალებას ერთ ფორმაში ერთდროულად შექმნათ:
- MySQL მონაცემთა ბაზა
- MySQL მომხმარებელი
- ავტომატურად მიანიჭოთ მომხმარებელს წვდომა ბაზაზე
ეს არის ყველაზე მარტივი და რეკომენდებული მეთოდი.
1. Create a database
Database ველში უთითებთ ბაზის სახელს. სისტემა ავტომატურად ამატებს თქვენი ანგარიშის პრეფიქსს.
მაგალითად: yourwebsitege_db
2. Create a user
Database user ველში უთითებთ მომხმარებლის სახელს. შექმნით ძლიერ პაროლს ან იყენებთ გენერაციას.
მაგალითად: yourwebsitege_dbuser
Access Type
- Local (this server only) — სტანდარტული და რეკომენდებული
- Remote — მხოლოდ მაშინ, თუ გარე სერვერიდან გეგმავთ დაკავშირებას
ავტომატური წვდომის მინიჭება
ფორმაში მონიშნულია:
Grant user access to database
ეს ნიშნავს, რომ Submit-ზე დაჭერის შემდეგ სისტემა ავტომატურად:
- შექმნის ბაზას
- შექმნის მომხმარებელს
- დაუკავშირებს მომხმარებელს ბაზას
- მისცემს საჭირო პრივილეგიებს
ცალკე მიბმა აღარ არის საჭირო.
დასრულების შემდეგ
Existing Databases-ში გამოჩნდება:
yourwebsitege_db
Assigned Users-ში გამოჩნდება:
yourwebsitege_dbuser@localhost
ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად არის კონფიგურირებული.
phpMyAdmin-ის გამოყენება
მონაცემთა ბაზის სამართავად:
- დაბრუნდით Databases განყოფილებაში
- დააჭირეთ phpMyAdmin
phpMyAdmin საშუალებას გაძლევთ:
- ცხრილების შექმნა
- მონაცემების დამატება
- SQL მოთხოვნების გაშვება
- ბაზის ექსპორტი (Backup)
- ბაზის იმპორტი (.sql ფაილის ატვირთვა)
- ცხრილების ოპტიმიზაცია
თუ ბაზა ახალია, ნახავთ შეტყობინებას: No tables found in database
ეს ნორმალურია — ცხრილები შეიქმნება ავტომატურად, როდესაც დააინსტალირებთ CMS-ს (მაგალითად WordPress).
მონაცემთა ბაზის გამოყენება ვებსაიტში
თქვენი ვებსაიტის კონფიგურაციაში (მაგ: wp-config.php) დაგჭირდებათ:
- Database Name
- Database User
- Database Password
- Database Host (ჩვეულებრივ: localhost)
მაგალითი:
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები
- ყოველთვის გამოიყენეთ ძლიერი პაროლი
- პაროლი უსაფრთხოდ შეინახეთ
- არ გააზიაროთ მონაცემთა ბაზის წვდომა მესამე პირებთან
- თუ არ გეგმავთ Remote კავშირს, დატოვეთ Access Type: Local
გავრცელებული პრობლემები
თუ ვებსაიტი აჩვენებს:
Error establishing a database connection
შეამოწმეთ:
- ბაზის სახელი სწორია თუ არა
- მომხმარებელი სწორად არის მიბმული ბაზაზე
- პაროლი სწორია
- DB_HOST არის localhost
MySQL მონაცემთა ბაზა არის თქვენი დინამიკური ვებსაიტის ძირითადი კომპონენტი. მისი სწორად შექმნა და კონფიგურაცია აუცილებელია საიტის სტაბილური მუშაობისთვის.