DNS განახლება

ნაბიჯი 1: ავტორიზაცია და დომენების გვერდზე გადასვლა

  1. შედით მომხმარებლის პანელში
  2. მთავარ გვერდზე ნახავთ ბლოკს „დომენები“
  3. დააჭირეთ დომენების ბლოკს



ნაბიჯი 2: დომენის მონიშვნა

  1. გაიხსნება დომენების სია
  2. მონიშნეთ სასურველი დომენი ჩექბოქსით
  3. დომენის მონიშვნის შემდეგ, ქვედა მენიუში გააქტიურდება მოქმედებების პანელი
  4. ქვედა მენიუდან დააჭირეთ ღილაკს „DNS განახლება“
  5. გადახვალთ DNS მართვის გვერდზე


ნაბიჯი 4: NameServer-ების შეცვლა

DNS გვერდზე ნახავთ ორ არჩევანს:

  1. ქლინ ნეტის სტანდარტული DNS (უკავშირებს ავტომატურად ჩვენს საჰოსტინგო სერვისებს)
  2. საკუთარი DNS (NameServer-ების ხელით შეყვანა)

აირჩიეთ საკუთარი DNS და შეავსეთ ველები:

  1. NameServer 1
  2. NameServer 2
  3. (საჭიროების შემთხვევაში NameServer 3–5)

NameServer-ები უნდა მიიღოთ თქვენი ჰოსტინგის ან DNS პროვაიდერისგან (მაგ: Cloudflare, სხვა ჰოსტინგი და ა.შ.)


ნაბიჯი 5: ცვლილებების შენახვა

  1. ყველა ველის სწორად შევსების შემდეგ
  2. დააჭირეთ ღილაკს „NameServer შეცვლა“

ცვლილებები წარმატებით შეინახება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  1. DNS ცვლილებების გავრცელებას (Propagation) შეიძლება დასჭირდეს 2–24 საათამდე, ზოგჯერ მაქსიმუმ 48 საათი
  2. ამ დროის განმავლობაში საიტი ან ელფოსტა შეიძლება დროებით არასტაბილურად მუშაობდეს
  3. ეს ნორმალური პროცესია და არ ნიშნავს შეცდომას

დახმარება

თუ DNS პარამეტრების შეცვლისას შეგექმნათ პრობლემა, დაგვიკავშირდით.


ეს სტატია დაგეხმარათ?