Samsung მომავალი კვირიდან 3ნმ ზომის ჩიპების წარმოებას დაიწყებს

 Sunday, June 26, 2022

Samsung სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოაცხადებს 3 ნმ ჩიპების მასობრივი წარმოების დაწყებას, იუწყება Yonhap News. ეს ნიშნავს, რომ კომპანია უსწრებს TSMC-ს, რომელიც სავარაუდოდ დაიწყებს 3 ნმ ჩიპის წარმოებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში.

სამსუნგის 3 ნმ ტექნოლოგია მოიტანს 35%-ით შემცირებულ ზომას, 30%-ით უფრო მაღალ შესრულებას და 50%-ით ნაკლებ ენერგიის მოხმარებას მის 5 ნმ პროცესთან შედარებით (რომელიც გამოყენებული იყო Snapdragon 888-ისთვის და Exynos 2100-ისთვის).

ეს მიიღწევა ტრანზისტორების Gate-All-Around (GAA) დიზაინზე გადასვლითაა გამოწვეული. ეს არის შემდეგი ნაბიჯი FinFET-ის შემდეგ, რადგან ის საშუალებას იძლევა შეკუმშოს ტრანზისტორები, ისე, რომ არ შეფერხდეს მათ ელექტროენერგიის გადატანის უნარი.

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ თვეს ეწვია სამსუნგის ქარხანას პიონტაეკში, რათა ენახა სამსუნგის 3 ნმ ტექნოლოგიის დემონსტრირებაა. გასულ წელს იყო საუბარი იმაზე, რომ კომპანიას შეეძლო 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ტეხასში 3 ნმ საწარმოს ასაშენებლად. ეს ინვესტიცია $17 მილიარდამდე გაიზარდა, საწარმო კი 2024 წელს დაიწყებს მუშაობას

 

 წყარო: review.ge