დიდი ხნის განმავლობაში SSD ტიპის მეხსიერების ჩიპები მიუწვდომელი რჩებოდა ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის. მეხსიერების NVM Express (NVMe) ტიპის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, M.2 ტიპის მეხსიერების ჩიპებიც კი აღარ არის ისეთი ეგზოტიკური, როგორიც მანამდე იყო. ახლა მომხმარებლების მთელი ყურადღება NVMe ტიპის მეხსიერებებზეა გადატანილი, რომლებიც სწრაფი და კომპაქტური SSD-ებია. დღესდღეობით ლეპტოპებს და კომპიუტერებს მათ გარეშე თითქმის უკვე ვეღარ შევხვდებით.
Kingston NV1
კომპანია Kingston უკვე დიდი ხანია გვთავაზობს SSD-ის მრავალ სახეობას, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც ძვირი რჩებოდა კონკურენტ ბიუჯეტურ მოდელებთან შედარებით. 2021 წლის გაზაფხულზე კომპანიამ წარმოადგინა ახალი NV1 სერია, რომელიც დაფუძნებულია bufferless controller-ზე და დაბალ TBW-ზე, რამაც ამ ყველაფერმა დადებითად იმოქმედა პროდუქციის საბოლოო ღირებულებაზე და ახლა ახალი პროდუქტები ბაზარზე ერთ-ერთი ხელმისაწვდომი SSD-ებია. შედარებისთვის კი მათი ფასები ასე გამოიყურება:
- SSD NV1 250GB – 159 ლარი
- SSD NV1 500GB – 239 ლარი
- SSD NV1 1000GB – 369 ლარი
- SSD NV1 2000GB – 679 ლარი
ჩვენ გამოვცადეთ Kingston NV1 NVMe PCIe SSD-ს ორი მოდელი და ორივე დაფუძნებული იყო Phison PS5013-E13T კონტროლერზე. (ზოგადად ყველასთვის რომ გახდეს გასაგები კონტროლერი პასუხისმგებელია მონაცემების წაკითხვასა და ჩაწერაზე) , რომლებსაც არ აქვთ DRAM ბუფერი. 500GB-იანი მოდელი იყენებდა TLC ტიპს, ხოლო 2GB მოდელი იყენებდა QLC ტიპს. ყოველდღიურ ამოცანებში ამ ორ ტექნოლოგიას შორის განსხვავება თითქმის არ არის, მაგრამ დიდი რაოდენობით მონაცემების აქტიური წერისას, ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს დაბრკოლება, თუმცა კომპანია გარანტიას იძლევა ხაზოვანი წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეს 2100 და 1700 მბ/წმ.
Kingston NV1 ტესტირება ჩავატარეთ შემდეგ კონფიგურაციით:
- პროცესორი: AMD Ryzen 7 5800X;
- გაგრილება: TechN Waterblock AMD AM4 + EK-D5 PWM G2 + Aquacomputer Aqualis ბაზა + Aquacomputer pomp ადაპტერი + EK-CoolStream CE 420 + 3x Arctic P14 PWM PST;
- თერმული ინტერფეისი: Noctua NT-H1;
- დედაპლატა: ASUS ROG Crosshair VIII Formula (AMD X570, UEFI 3302);
- მეხსიერება: HyperX Fury RGB HX436C17FB3AK2/16 (3600, CL17-21-21-39-2T);
- გრაფიკული ბარათი: ASUS ROG-STRIX-RX5500XT-O8G-GAMING;
- სისტემის დისკი: Kingston UV400 240GB (SUV400S37/240G);
- კვების წყარო: Chieftec GPS-1250C (1250 W);
- ოპერაციული სისტემა: Microsoft Windows 10 Pro 64-bit (20H2);
- პროგრამული უზრუნველყოფა: AMD Chipset Drivers 2.13.27.501, AMD Adrenalin 21.2.2.
Paging ფაილი და ჰიბერნაციის რეჟიმი გამორთული იყო ტესტების განმავლობაში. სტანდარტული MS Windows 10 64-ბიტიანი ხელსაწყოების გამოყენებით, SSD დისკზე შეიქმნა ლოგიკური დანაყოფი NTFS ფაილის სისტემით და სტანდარტული პარამეტრებით, რომელიც იკავებს დისკზე არსებულ მთელ ადგილს. შესრულების გასაზომად გამოყენებულია შემდეგი პროგრამები:
- CrystalDiskMark 8.0.0 x64;
- AIDA64 Engineer 6.25.5400;
- PCMark 8 (შენახვის ტესტი);
ტესტირება ჩატარდა როგორც ცარიელი SSD დისკებით, ასევე შერეული ფაილებით, რომლებიც ივსებოდა მათი მოცულობის 90%-მდე NV1 500GB-ისთვის და 98% NV1 2TB-ისთვის. ასეთი ფორმატი საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ SSD-ის მუშაობა არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ მოწყობილობის რეალურ მუშაობასთან ახლოს მყოფ სცენარებში.
წყარო: review.გე