Kingston NV1 NVMe PCIe SSD-ს მიმოხილვა და დატესტვის შედეგები

 Wednesday, January 26, 2022

დიდი ხნის განმავლობაში SSD ტიპის მეხსიერების ჩიპები მიუწვდომელი რჩებოდა ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის. მეხსიერების NVM Express (NVMe) ტიპის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, M.2 ტიპის მეხსიერების ჩიპებიც კი აღარ არის ისეთი ეგზოტიკური, როგორიც მანამდე იყო. ახლა მომხმარებლების მთელი ყურადღება NVMe ტიპის მეხსიერებებზეა გადატანილი, რომლებიც სწრაფი და კომპაქტური SSD-ებია. დღესდღეობით ლეპტოპებს და  კომპიუტერებს მათ გარეშე თითქმის უკვე ვეღარ შევხვდებით.

Kingston NV1

კომპანია Kingston უკვე დიდი ხანია გვთავაზობს SSD-ის მრავალ სახეობას, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც ძვირი რჩებოდა კონკურენტ ბიუჯეტურ მოდელებთან შედარებით. 2021 წლის გაზაფხულზე კომპანიამ წარმოადგინა ახალი NV1 სერია, რომელიც დაფუძნებულია bufferless controller-ზე და დაბალ TBW-ზე, რამაც ამ ყველაფერმა დადებითად იმოქმედა პროდუქციის საბოლოო ღირებულებაზე და ახლა ახალი პროდუქტები ბაზარზე ერთ-ერთი ხელმისაწვდომი SSD-ებია. შედარებისთვის კი მათი ფასები ასე გამოიყურება:

  • SSD NV1 250GB – 159 ლარი
  • SSD NV1 500GB – 239 ლარი
  • SSD NV1 1000GB – 369 ლარი
  • SSD NV1 2000GB – 679 ლარი

ჩვენ გამოვცადეთ  Kingston NV1 NVMe PCIe SSD-ს ორი მოდელი და ორივე დაფუძნებული იყო Phison PS5013-E13T კონტროლერზე. (ზოგადად ყველასთვის რომ გახდეს გასაგები კონტროლერი პასუხისმგებელია მონაცემების წაკითხვასა და ჩაწერაზე) , რომლებსაც არ აქვთ DRAM ბუფერი. 500GB-იანი მოდელი იყენებდა TLC ტიპს, ხოლო 2GB მოდელი იყენებდა QLC ტიპს. ყოველდღიურ ამოცანებში ამ ორ ტექნოლოგიას შორის განსხვავება თითქმის არ არის, მაგრამ დიდი რაოდენობით მონაცემების აქტიური წერისას, ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს დაბრკოლება, თუმცა კომპანია  გარანტიას იძლევა ხაზოვანი წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეს 2100 და 1700 მბ/წმ.