HDD VS. SSD – სიჩქარეების შედარება

 Saturday, June 26, 2021

ზოგჯერ გვხვდება მოსაზრება, რომლის მიხედვითაც SSD მოწყობილობები არც თუ სწრაფები არიან HDD-სთან შედარებით. ძველი HDD-ების სიჩქარე 170 Mb/წმ-ია, ხოლო SSD დისკების – 550 Mb/წმ.

შესაბამისად საორიენტაციო სხვაობა 3,2 X-ს შეადგენს. აქ გასათვალისწინებელია პროცესების სირთულე, რომელიც პროცესების წაკისთხვისას წარმოიქმნება, ვინაიდან მაქსიმალური სიჩქარეების ასე შედარება არაკორექტული იქნება.

პროგრამა CrystalDiskMark გვაძლევს ორი მოწყობილობის სხვადასხვა რეჟიმებში შედარების საშუალებას. ექსპერიმენტისთვის შეირჩა ორი დისკი: Vertex 3 SSD და Seagate-ის HDD. ისინი საკუთარი სეგმენტის ერთერთი საუკეთესო წარმომადგენლები არიან.

 

ხაზოვანი წაკითხვის სიჩქარე. HDD ძირითად დროს კარგავს ინფორმაციის წაკითხვასა და მონაცემების გადაცემაში. SSD გადაცემს ინფორმაციას დიდი ბლოკებით ყველა არხის გამოყენებით. დისკები ასე დიდი ფაილების გადაკოპირებისას იქცევიან. ამ მოწყობილობების სიჩქარეების სხვაობა 3,27 X-ს შეადგენდა.

 

512 კბ ბლოკებით კითხვა. HDD თითოეული ბლოკის ძებნაში დიდ დროს კარგავს, სანამ წამკითხველ თავაკს გადაადგილებს, ამიტომაც სიჩქარე კლებულობს. SSD აკეთებს მეტ გამოთვლებს ფლეშ-მეხსიერების განყოფილებებთან კავშირის დასამყარებლად. ამასთან ერთად ჩვეულებრივი დიკსის წარმადობა არის 37%, ხოლო SSD – 92%. ასე იქცევიან მოწყობილობები საშუალო ზომის ფაილების კოპირებისას.

 

 

4 კბ ბლოკებით კითხვა. ამ დროს ყველაზე ნაკლებია სიჩქარე. HDD მეტ დროს კარგავს ინფორმაციის ნაგლეჯების ამოსაკითხად სხვადასხვა ბლოკებიდან, ხოლო SSD ასრულებს ბევრ გამოთვლას საჭირო განყოფილებების სანახავად. ჯამში SSD-ს სიჩქარე 15-ჯერ შემცირდა, ხოლო HDD-სი – 220-ჯერ. ასე იქცევიან მოწყობილობები ოპ. სისტემის ჩატვირთვისას, ტექსტური დოკუმენტების კოპირებისასა და აპლიკაციების გაშვებისას.

 

შეჯამება: ციფრებზე დაკვირვება საინტერესოა, მაგრამ მომხმარებელს აინტერესებს თუ რამდენად იგრძნობს ის ამ შედეგს. SSD-ს შემთხვევაში ოპ. სისტემის ჩატვირთვის დრო დაახლოებით 10-13 წამს შეადგენს, HDD-ს შემთხვევაში – 30-40 წამს. ფაილების დაკოპირება / ჩაწერის სიჩქარე: SSD – 200-550 მბ/წმ, HDD – 50-120 მბ/წმ. ფაილების გახსნის სისწრაფე: SDD – 30%-ით უფრო სწრაფად HDD-სთან შედარებით.

რაც შეეხება რეკომენდაციას, თქვენი გადასაწყვეტია, თუ რომელს შეარჩევთ. ორივეს აქვს თავისი დადებითი მხარე, თქვენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. თუ თქვენთვის სიჩქარე მთავარია, მაშინ SSD სწორეთ თქვენთვის არის შექმნილი.

 

წყარო: review.ge