იტვირთება...
ჰოსტინგის ხელშეკრულება
სერვისის გამოყენების შემთხვევაში თქვენ ავტომატიურად ეთანხმებით ხელშეკრულების წესებს და პირობებს.

ვიდრე ისარგებლებთ ჩვენი მომსახურებით გთხოვთ გაეცნოთ მომსახურების პირობებს/წესებს.


1.მომსახურების პირობების/წესების (შემდგომში ,,პირობები) ,,დათანხმება“ გულისხმობს, რომ მომხმარებელი გაეცნო ქვემოთმითითბულ პირობებს და ეთანხმება მათ. ამავდროულად მომხმარებელ აცნობიერებს რომ მომსახურების პირობების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს მისი ანგარიშის გაუქმება ( მომსახურების შეწყვეტა).

2. შეთანხმების პირობები შეიძლება შეიცვალოს Cleannet-ის მიერ ცალმხრივად რის თაობაზეც გონივრული ვადით ადრე ეცნობებს მომსახურების მიმღებს ისე, რომ არ დაზიანდეს მისი ინტერესები და ჰქონდეს შესაძებლობა საკუთარი ქმედებები შეუსაბამოს ახალ პირობებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.

3. მომხმარებლის ვალდებულებები და აკრძალვები: მომხმარებელ ეკრძალება:
1. გამოიყენოს Cleannet-ის მომსახურება ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს საერთაშრისო შეთანხმებებს. მაგალითად: მომსახურება გამოიყენოს ძალადობის და სისასტიკის კულტის პროპაგანდისთვის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის, პორნოგრაფიული მასალების გავრცელებისთვის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობის თაობაზე მოწოდებებისთვის. აშკარა უხამსი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისთვის.

2. გაგზავნოს SPAM-ბი, შექმნას ფიშინგი და სხვა საიტები, რომელბიც ახდენენ არასანქციონირებული ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემების, შეგროვებას, დამუშავებს ან მოდიფიცირებას. მომსახურების მიმღბი ვალდებულია:
1. მოახდინოს მომსახურების საფასურის გადახდა დადგენილ ვადაში.
2. Cleannet-ს მიაწოდოს მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელი და სავალდებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ასევე შეიცავს გადახდის მეთოდების დეტალებს.

3. არ ისარგებლოს Cleannet-ის სახელწოდებით, ასევე მომსახურების მიმწოდებლის საიტზე არსებული სხვა მასალებით: როგორიცაა სურათები, ნახატები, გრაფიკა, ანიმაციები, ვიდეო მასალა, მუსიკა, აუდიო მასალა და ტექსტური ფაილებით სხვა ისეთი მასალებით რომლებიც წარმოადგენენ Cleannet-ის საკუთრებას და დაცული არის საკუთრების, ქონებისა და სხვა უფლებებით. ამგვარ შემთხვევაში სავალდებულოა Cleannet-ის წერილობითი თანხმობა.

4. სრულად და ზუსტად მიაწოდოს Cleannet-ის მომსახურების გაწევისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია და დეტალები, რომელებიც კავშირშია მომხმარებლის სერვისთან და კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან.

5. მომსახურების მიმღები უფლებამოსილია გადასცეს სხვა პირს ჰოსტინგი, თუმცა ასეთ შემთხვევაში ვალდებულია Cleannet-ის მიაწოდოს ინფორმაცია ახალი მომსახურების მიმღების შესახებ .

პასუხისმგებლობა:

1. მომსახურების მიმღებს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა რაიმე სახის ზიანზე, ზარალსა თუ დანახარჯზე, ასევე საიტის არასანქცირებულ გამოყენებასთან რამე სახის კავშირზე Cleannet-s რაც მიადგება მისი ქმედებით.

2.მომსახურების მიმღები პასუხისმგებელია სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ კავშირზე, რომელიც აუცილებელია მომსახურებით სარგებლობისათვის და შესაბამსიად Cleannet-ი არანაირ ვალდებულებას არ იღებს ზემოაღნიშნულ ტექნიკურ ხარვეზებზე.

3.მომსახურების მიმღების მიერ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პაროლი არის საიდუმლო და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია თავად მომსახურების მიმღები. Cleannet-ი არაა პასუხისმგებელი პაროლის დაკარგვის ან მოპარვის შედეგად მომსახურების მიმღებისათვის მიყენებულ ზიანზე.

4.Cleannet-ი იძლევა გარანტიას სერვისის მოწოდებაზე, მომსახურების ხარისხზე და სრულყოფილებაზე თუმცა Cleannet-ი არ იძლევა გარანტიას, რომ მომსახურება იქნება უწყვეტი 98.8%-ით, შეზღუდული ან უხარვეზო. დეფექტები იქნება გამოსწორებული უმოკლეს დროში. მომსახურების მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას მომხმარებლებს შეატყობინოს წინასწარ ყველა იმ მოსალოდნელი ხარვეზების ან დეფექტების შესახებ, რომელიც კომპანიისთვის იქნება ცნობილი, თუმცა Cleannet-ი პასუხისმგებელი არ არის შეფერხების შემთხვევაში დამდგარ ზიანზე.
5. Cleannet-ი პასუხისმგებლობას იხსნის იმ ზიანზე, რაც შეიძლება მომსახურების მიმღებს მიადგენს Cleannet-ის მიერ მისთვის სერვისის დროებითი ან მუდმივი დაბლოკვის დროს, რაც თავის მხრივ გამოწვეული იქნება მომსახურების მიმღების მიერ წინამდებარე წესებით დადგენილი ვალდებულებების და აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში.

6. მომსახურების მიმღების მხრიდან მომსახურების წესების დარღვევის შემთხევვაში, Cleannet-ი უფლებას იტოვებს მოახდინოს შესაბამისი მომსახურების მიმღების დროებითი ბლოკირება ან გაუქმება. თავდაპირველად მომხმარებელს ეძლევა გაფრთხილება დარღვევების აღმოსაფხვრელად და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სანქციების გამოყენება. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება სხვა მომხმარებლების ინტერესებს, სერვერის უსაფრთხოებას ან ქმედება აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, სანქციების გამოყენება მოხდება დაუყოვნებლივ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ცვლილებები

1. Cleannet-ი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს და ცვლილებები შეიტანოს არსებულ შეთანხმებაში ან მის ნაწილში, რაზეც მომსახურების მიმღებს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე 4 დღით ადრე. წესებში და პირობებში შეტანილი კონკრეტული ცვლილებები ძალაში შედის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მომსახურების მიმღებისათვის სავალდებულო ხდება 5 დღის შემდეგ, ამ პერიოდის განმავლობაში თუ არ გამოთქმება რაიმე სახის პრეტენზია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ავტომატურად ითვლება, რომ იგი ეთანხმება განახლებულ წესებსა და პირობებს.

2.Cleannet-ი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ნებისმიერი სერვისის შეძენის ღირებულება, რომელიც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით 4 დღით ადრე ყველა მომსახურების მიმღებს. ცვლილებები არ შეეხება იმ მომსახურების მიმღებს, რომელსაც უკვე წინასწარ შეძენილი აქვს რამოდენიმე თვის მომსახურების ღირებულება მისი ვადის ამოწურვამდე, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მომსახურების მიმღებს უფლება აქვს სურვილისამებრ გააგრძელოს ხელშეკრულება შეცვლილი ტარიფების მიხედვით ან უარი თქვას მასზე. უარის შემთხვევაშ ჩერდება მომსახურების მიწოდება.

ანგარიშსწორება:

1. მომსახურების მიმღები ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების ღრებულება არჩეულ იტარიფის და გადახდის პერიოდულობის შესაბამისად მომსახურების ღებულების გადაუხდელობა იწვევს მომსახურების ავტომატურ შეწყვეტას. ხელშეკრულების შეწყვეტა.

1. მომსახურების მიმღებს შეუძლია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება ამ შემთხვევაში მომსახურებისათვის გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
დაპორტირდით ახლავე!
მოითხოვეთ "პორტირების მოთხოვნა" და თქვენი ვებ–გვერდი მოთხოვნიდან 2 საათში "სუფთა ქსელში" იქნება!