ცოდნის ბაზა

ზოგადი კითხვები

რა არის (საზიარო) ვებ–ჰოსტინგი? ვებ-ჰოსტინგის საშუალებით ვებ-გვერდი ხდება ხელმისაწვდომი ყველასთვის ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნენეტთან, ვებ ჰოსტინგის პროვაიდერი გაძლევთ თქვენს სივრცეს საკუთარ სერვერზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მსურველს მთელი მსოფლიოდან თქვენი დომენური დასახელების აკრეფით შეეძლებათ დაუკავშირდნენ თქვენს ვებ-გვერდს. თვენს ვებ-გვერდზე განთვსებული ყველა ინფორმაცია, როგორებიცაა სურათები, ვიდეოები, სტატიები თუ სხვა მასალები, თავმოყრილია და ინახება ვებ ჰოსტინგზე.

რა არის დომენი? დომენი არის უნიკალური ინტერნეტ დასახელება (მისამართი), რომელიც აუცილებლად სჭირდება თქვენს ვებ-საიტს ან ელექტრონულ ფოსტას, დომენი შედგება ასოებისგან ან ციფრებისგან, იგი ერთ-ერთ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ვებ-საიტის შესაქმენლად. ასე, რომ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დასახელება და მიჰყევით ინსტრუქციას..

რა არის თქვენი NS ჩანაწერები? ჩვენი NS ჩანაწერებია: ns1.cleannet.ge ns2.cleannet.ge

სად მდებარეობს თქვენი სერვერები? ჩვენი სერვერები მდებარეობს როგორც ქართულ ასევე გერმანულ ლოკაციაზე.

რა არის საჭირო ვებ-გვერდის შესაქმნელად? ვებ-გვერდის შესაქმნელად დაგჭირდებათ აქტიური დომენი და ჰოსტინგი

მჭირდება საზიარო ჰოსტინგი, როგორ შევიძინო? თქვენ ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეგიძლიათ, ირჩევთ თქვენთვის სასურველ საზიარო პაკეტს აკლიკებს "შეკვეთის" ღილაკს და მიჰყვებით ინსტრუქციას.

შემიძლია თუ არა კორპორატიული ელ–ფოსტების შექმნა საზიარო ჰოსტინგის პირობებში? ელ–ფოსტების შექმნა რა თქმა უნდა შეგიძლიათ, თანაც ნებისმიერ გეგმაზე შეუზღუდავი რაოდენობით.

შემიძლია თუ არა ჰოსტინგის გეგმის ცვლილება ნებისმიერ დროს? თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ჰოსტინგის გეგმა.

გადახდები

რა საშუალებებით შემიძლია თანხის გადახდა? თანხის გადახდა შეგიძლიათ როგორც საბანკო გადმორიცხვით (ინვოისის საფუძველზე), ასევე Visa / Mastercard, ელექტრონული საფულე eMoney, PayPal და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან "PayBox" –ის საშუალებით.

როგორ გადავიხადო საბანკო გადმორიცხვით თანხა? როდესაც განახორციელებთ ნებისმიერ შეკვეთას სისტემა ავტომატიურად შექმნის ინვოისს, შესაბამისად ინვოისის გვერდზე დაინახავთ გრაფას " ინვოისი # " , რომელიც დაგჭირდებათ თანხის გადმოსარიცხად, შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მომსახურე ბანკი: "საქართველოს ბანკი" ბანკის კოდი: BAGAGE22 ა / ა: GE69BG0000000104551600 მიმღები: შპს ქლინ ნეტი

როგორ გადავიხადო თანხა Visa / Mastercard / eMoney -ის საშუალებით? როდესაც ახორცილებეთ შეკვეთას რეგისტრაციისას ირჩევთ გადახდის მეთოდს, ამ შემთხვევევაში მონიშნავთ " Visa / Mastercard / eMoney გადახდა " –ს, ამის შემდგომ გამოჩნდება ღილაკი " გადაიხადეთ ახლავე " დააკლიკებთ მას, შეიყვანთ ბარათის მონაცემებს და დააკლიკებთ გადახდას. გადახდის შემდგომ მომენტალურად დადასტურდება ინვოისი და გააქტიურდება სერვისი, ხოლო თუ კი ხართ უკვე არსებული მომხმარებელი ბილინგზე ავტორიზაციის შემდგომ მოძებნეთ " ინვოისები " და დააკლიკეთ შემდგომ ერთი კლიკით გახსენით გადაუხდელი ინვოისი, მოძებნეთ " გადახდის მეთოდი " და აირჩიეთ "Visa / Mastercard / eMoney" შემდგომ დააკლიკეთ ღილაკს "ახლავე გადახდა" და ბარათის მონაცემების შეყვანის და გადახდის შემდგომ ინვოისი ავტომატიურად დადასტურდება.

როგორ გადავიხადო თანხა PayBox–ის საშუალებით? "PayBox"–ის საშუალებით თანხის გადახდა ხდება შემდეგნაირად: ნებისმიერ "ოპპა"–ს ყოფილ (ნოვა ტექნოლოლოჯის) აპარატზე მენიუში აირჩევთ 1) ტელეკომუნიკაცია 2) ინტერნეტი 3) მოძებნით "ქლინ ნეტი"–ს ლოგოს, შეიყვანთ თქვენს 8 ნიშნა აიდი ნომერს, ( რომლიც რეგისტრაციისას ავტომატიურად გენიჭებათ და მისი ნახვა ბილინგზე ავტორიზაციის შემდგომ როგორც მთავარ გვერდზე ასევე ინვოისში შეგიძლიათ ) | აიდი ნომრის შეყვანის შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გამოჩნდეს აბონენტის სახელი და გვარი! | 4) შეიტანთ თანხას, რომელიც ბილინგზე დაგიჯდებათ ავანსის სახით და იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ გაქვთ გადაუხდელი ინვოისები, ავანსიდან ჩამოგეჭრებათ და დადასტურდება მომენტალურად. | დაიმახსოვრეთ, რომ თანხის გადახდა არ ხდება ინვოისის საფუძველზე, შეცდომით ჩარიცხულ თანხებზე პასუხს არ აგებს " შპს ქლინ ნეტი". 5) იღებთ ქვითარს რადგან გაუგებრობის შემთხვევაში შევძლოთ პრობლემის აღმოფხვრა. ჩარიცხული თანხები ბალანსზე აისახება მოდერაციის შემდგომ რამოდენიმე წუთის ინტერვალში.

როგორ გადავიხადო თანხა PayPal-ით? როდესაც ახორცილებეთ შეკვეთას რეგისტრაციისას ირჩევთ გადახდის მეთოდს, ამ შემთხვევევაში მონიშნავთ " PayPal გადახდა" –ს, ამის შემდგომ გამოჩნდება ღილაკი PayPal-ის ლოგოთი, სადაც ეწერება Check Out და დააკლიკეთ მას. მიჰყვებით ინსტრუქციას და გადახდის შემდგომ მომენტალურად დადასტურდება ინვოისი და გააქტიურდება სერვისი, ხოლო თუ კი ხართ უკვე არსებული მომხმარებელი ბილინგზე ავტორიზაციის შემდგომ მოძებნეთ " ინვოისები " და დააკლიკეთ. შემდგომ ერთი კლიკით გახსენით გადაუხდელი ინვოისი, მოძებნეთ " გადახდის მეთოდი " და აირჩიეთ "PayPal გადახდა" შემდგომ დააკლიკეთ ღილაკს "Check Out" და მონაცემების შეყვანის და გადახდის შემდგომ ინვოისი ავტომატიურად დადასტურდება.

საზიარო ჰოსტინგი

როგორ გამოვიყენო ძრავების ავტომატიური ინსტალატორი? საზიარო ჰოსტინგის ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებელობა აქვს ისარგებლოს ძრავების " ავტო ინსტალერით " ( SOFTACULOUS APPS INSTALLER ) cPanel -ში ავტორიზაციის გავლის შემდგომ ბოლო გრაფაში მოძებნეთ კატეგორია " SOFTACULOUS APPS INSTALLER " შემდგომ Categories: შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კატეგორია და დააკლიკეთ, ამის შემდგომ გამოჩნდება ძრავების ჩამონათვალი, თუ კი ჯერ არ ხართ ჩამოყალიბებული თუ, რომელი სისტემის ინსტალაცია გსურთ შეგიძლიათ ნებისმიერ მათგანში ერთმაგი კლიკით გახსნა და მიმოხილვების, დემო ვერსიის ხილვა. როდესაც გადაწყვეთ ძრავის ინსტალაციას მოძებნეთ ღილაკი "Install" შეიყვანეთ სისტემის მიერ მოთხოვნილი მარტივი მონაცემები და დააკლიკეთ ქვედა "Install"-ს, რის შემდეგაც უნდა მოიცადოთ რამოდენიმე წუთი, როდესაც ძარვი დაინსტალირდება მიიღებთ მითითებულ მეილზე (ასევე ამავე ვებ–გვერდზე) მონაცემებს სისტემის გამოსაყენებლად.

როგორ გავააქტიური SSL სერთიფიკატი ( მწვანე ზოლი ) ? ნებისმიერ საზიარო ჰოსტინგის გეგმაზე ავტომატიურად აქტიურდება SSL სერთიფიკატი, თუმცა რეალურად მის ასამუშავებლად საჭიროა HTTP -დან ვებ–გვერდის HTTPS –პროტოკოლზე გადამისმაართება, რომელიც უნდა მოახდინოთ შემდეგი ტექნიკური დეტალების დახმარებით, Public_Html - .htaccess –ფაილში გაწერთ დამატებით შემდეგ მონაცემებს: RewriteEngine on RewriteCond %{HTTP_HOST} ^საიტი\.ge$ [OR] RewriteCond %{HTTP_HOST} ^www\.სატი\.ge$ RewriteRule ^/?$ "https\:\/\/საიტი\.ge\/" [R=301,L] და აკლიკებთ "save" თუ კი თქვენს ვებ გვერდს არ გააჩნია .htaccess ფაილი, ქმნით მას და უთითებთ მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ კოდს.

PHP ვერსიის ცვლილება (cPanel) PHP ვერსიის ცვლილებისთვის საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია "cPanel"–ში შემოდგომ ძიებაში მოძებნოთ MultiPHP Manager, ( cPanel-ის ინსტრუმენტი PHP-ის ვერსიების სამართავად, საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად, ანგარიშში კონკრეტული საიტისთვის აირჩიოთ სასურველი PHP-ის ვერსია. ასევე MultiPHP გთავაზობთ PHP-ის ყველა პარამეტრის ხელით კონფიგურაციის საშუალებას.) გახსენით MultiPHP Manager-ი, ინტერფეისში ხედავთ: არსებული საიტების ჩამონათვალს (MultiPHP Manager-ი იძლევა საშუალებას კონკრეტული საიტისთვის შეცვალოთ/დააყენოთ PHP-ის სასურველი ვერსია) PHP ვერსიების ჩამონათვალი რომელიც შეგიძლიათ დააყენოთ სისტემის სტანდარტული PHP-ის ვერსია (თუ არანაირი ცვლილება არ გაქვთ აკეთებული ეს ვერსია იქნება თქვენს საიტზე) თუ ჩამონათვალში (1) რომელიმე საიტს PHP Version-ში უწერია inherit ეს ნიშნავს რომ ეს საიტი იყენებს cPanel-ის სტანდარტულ ვერსიას (ვერსია არ არის შეცვლილი) კონკრეტულ საიტზე რაიმე სხვა ვერსიის ასარჩევად: მონიშნეთ საიტი სიიდან (1) მონიშნეთ სასურველი PHP-ის ვერსია სიაში (2) და დააჭირეთ Apply ღილაკს

MySQL მომხმარებლის და ბაზის შექმნა იმისთვის რომ cPanel-ში MySQL მონაცემთა ბაზა და მომხმარებელი შექმნა შედი cPanel-ის ინტერფეისში. ინტერფეისში იპოვე MySQL Dataabse Wizard და დააკლიკე. 1) პირველ ნაბიჯზე უნდა შეიყვანო ბაზის სახელი, ბაზის სახელს cPanel-ში აუცილებლად ექნება პრეფიქსი USERNAME_ და ბაზის სახელი არ უნდა აღემატებოდეს 16 სიმბოლოს. 2)შემდეგ ნაბიჯძე უდნა შეიყვანო მომხმარებლის სახელი რომელიც შეიქმენება ბაზასთან ერთად და ექნება წვდომა ამ ბაზაზე, აქაც ანალოგიურად, მომხმარებლის სახელს აქვს პრეფიქსი USERNAME_ და მომხმარებლის სახელი უნდა იყოს არაუმეტეს 16 სიმბოლოსგან შემდგარი. სასურველია მომხმარებლის პაროლი დააყენო რაც შეიძლება რთული, შეგიძლია გამოიყენო ღილაკი "Password Generator" რთული პაროლების დასაგენერირებლად. 3) შემდეგ ნაბიჯზე უნდა აირჩიო თუ რა უფლებები ექნება ამ მომხმარებელს ბაზაზე, თუ MySQL-ის უფლებებს კარგად არ იცნობთ მონიშნეთ ყველა უფლება. 4) ამით მომხმარებელის და ბაზის შექმნა დასრულებულია.

ელ–ფოს(ებ)ის ანგარიშების შექმნა იმისთვის რომ cPanel-ში ელ-ფოსტის ანგარიში დაამატო შედი cPanel-ის ინტერფეისში. ინტერფეისში იპოვე Email Accounts და გახსენი. ამის შემდგომ გადადით გრაფაზე "Add Email Account" შეიყვანეთ იმეილის სახელი და პაროლი და დააკლიკეთ Create Account, ამით ელ–ფოსტის შექმნა დასრუკლებულია, ხოლო მასზე წვდომა შესაძლებელია თქვენივე დომენის წინ webmail საბდომენის გაწერით, მაგ: webmail.yoursite.ge ან გამოიყენეთ ალტერნატიური ლინკი https://srv0.cleannet.ge:2096/

MS Outlook იმეილის პარამეტრები მომხმარებლები, რომლებიც იყენებენ MS Outlook სისტემას იმეილთან კავშირისთვის უნდა გაწერონ შემდეგი პარამეტრები: 1) Non-SSL Settings (NOT Recommended) შემთხვევაში Username: თქვენი იმეილი Password: იმეილის პაროლი Incoming Server: mail.თქვენი დომეინი (მაგ:mail.cleannet.ge) პორტის მისამართები IMAP Port: 143 ან POP3 Port: 110 Outgoing Server: mail.თქვენი დომეინი (მაგ:mail.cleannet.ge) პორტის მისამართები SMTP Port: 587 2) Secure SSL/TLS Settings (Recommended) შემთხვევაში Username: თქვენი იმეილი Password: იმეილის პაროლი Incoming Server: mail.თქვენი დომეინი (მაგ:mail.cleannet.ge) პორტის მისამართები IMAP Port: 993 ან POP3 Port: 995 Outgoing Server: mail.თქვენი დომეინი (მაგ:mail.cleannet.ge) პორტის მისამართები SMTP Port: 465

დომენები

როგორ დავატრანსფერო .GE / COM.GE / ORG.GE / NET.GE / EDU.GE დომენი? .GE დომენის რეგისტრაცია (com.ge , edu.ge , net.ge, org.ge, pvt.ge) და არსებული რეგისტრირებული დომენების ტრანსფერი მარტივად შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით. 1. შედიხართ კავკასუს ონლაინის თქვენს პროფილში და ირჩევთ სასურველ დომენს რომლის ტრანსფერიც გსურთ და აწვებით ღილაკს " სატრანსფერო კოდის გენერაცია" ( თუ კი აღარ გაქვთ დომენი კაუკასუს ონლაინზე და გსურთ სხვა რეგისტრატორიდან ტრანსფერი, კთხოვთ გამოითხოვოთ მათი მხრიდან სატრანფსერო კოდი ) 2. სისტემა დააგენერირებს სატრანსფერო კოდს, რომელსაც დააკოპირებთ და შეიყვანთ ტრანსფერის დროს ჩვენს ბილინგზე. 3) შეიდხართ ლინკზე: https://cleannet.ge/secure/cart.php?a=add&domain=transfer და "დომენის სახელწოდება"–ში შეგყავთ იმ დომენის სახელი, რომლის ტრანსფერიც გსურთ ხოლო სატრანსფერი კოდში ზემოთ აღნიშნული მოქმედების შედეგად მიღებული კოდი და აკლიკებთ "კალათაში დამატება"–ს ამის შემდგომ თუ გსურთ, რომ ჩვენი მომსახურების ჰოსტინგით ისარგებლოთ დააკლიკეთ პირდაპირ გაგრძელბას, ან განაახლეთ NS ჩანაწერები და შემდგომ გააგრძელეთ შეძენა. შეიყვანთ თქვენს სარეგისტრაციო მონაცემბს გადაიხდით თანხას და დომენი დატრანსფერდება მომენტალურად.

.GE დომენის რეგისტრაციის შესაძლებლობის პირობა *.ge - დომენის რეგისტრაცია შეუძლია, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის და ფიზიკური პირისთვის

.COM.GE დომენის რეგისტრაციის შესაძლებლობის პირობა *.com.ge (generic) - დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია, მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისათვის;

.EDU.GE დომენის რეგისტრაციის შესაძლებლობის პირობა *.edu.ge (generic) - დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია, მხოლოდ საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;

.ORG.GE დომენის რეგისტრაციის შესაძლებლობის პირობა *.org.ge (generic) - დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია, მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციებისათვის;

.NET.GE დომენის რეგისტრაციის შესაძლებლობის პირობა *.net.ge (generic) - დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია, მხოლოდ ორგანიზიციებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან ქსელურ პროექტებს

Reseller ჰოსტინგი

რა არის Reseller ჰოსტინგი? Reseller ჰოსტინგი ( იგივე გადამყიდველი ) ჰოსტინგი, თქვენ Reseller ჰოსტინგის საშუალებას გაძლევთ საერთო გამოყოფილი რესურსებიდან თავად გადაანაწილოთ იგი, შექმნათ თქვენზემორგებული პაკეტები, დაამატოთ ვებ–გვერდები ინდივიდუალურად, და გქონდეთ საკუთარი DNS ჩანაწერები, და რაც მთავარია ეს ყველაფერი "ქლინ ნეტის" არსებული საზიარო ჰოსტინგის ხარისხით.

შემიძლია თუ არა კორპორატიული ელ–ფოსტების შექმნა Reseller ჰოსტინგის პირობებში? თქვენც, და თქვენს მომხმარებლებსაც საშუალება აქვთ შეუზღუდავათ შექმნან ელ–ფოსტები.

VPS ჰოსტინგი

რა არის VPS (ვორტუალური სერვერი?) ვირტუალური (VPS) სერვერი არის ერთი ფიზიკური სერვერის მიერ გამოყოფილი რესურსები, რომლის საფუძლზეც გეძლვათ საშუალება იფუნქციონიროს როგორც დამოუკიდებელი სერვერი და დააინსტალიროთ თქვენთვის სასურველი ოპერაციული სისტემა თუ პანელები, ვირტუალური სერვერი გაძლევსთ დაანგარიშებულ ლიმიტირებულ, დამოუკიდებელ რესურსებს უფრო დაბალ ფასებში გამოყოფილ სერვერთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ არის უფრო ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი თქვენი ბიზნესისათვის. ვირტუალური სერვერი გაძლევთ საშუალებას განათავსოთ უსასრულოდ ვებ–გვერდები, გაქვთ ინდივიდუალური გამოყოფილი IP მისამართი.

მჭირდება თუ არავირტუალური სერვერი? ვირტუალური სერვერი დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში თუ კი თქვენი პროექტი არის მაღალი რესურსის მქონე, და ვერ აკმაყოფილებს საზიარო ჰოსტინგი თქვენს მოთხოვნებს. ვირტუალური სერვერი იწარმოება საკუთარი ოპერაციული სისტემითა და პროგრამებით, მაგ: RAM, CPU. ვირტუალური სერვერი იძლევა სრულ თავისუფლებას და თქვენი სურვილისამებრ ახდენთ კონფიგურაცია.